ნაცვალგება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:26, 2 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაცვალგება − სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომლის თანახმად სახელმწიფოებმა თავიანთი ურთიერთობები უნდა განავითარონ ურთიერთსარგებლობისა და თანასწორობის საფუძველზე, მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებით საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებში, ნაცვალგების საფუძველზე სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს სხვა სახელმწიფოს მხრიდან რაიმე აქციის საპასუსო ზომები, თუმცა მისი პრინციპის გამოყენება დაუშვებელია, თუ საპასუხო ქმედება დაკავშირებულია საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების დარღეევასთან.