რამსეს V
რამსეს V – ეგვიპტის XX დინასტიის ფარაონი (ჩვ.წ.-მდე 1151-1147 წწ.) რამსეს IV-ის ვაჟიშვილი იყო.
მისი მეფობის დროს საგრძნობლად გაიზარდა ამონის ქურუმების ძალაუფლება, რომლებსაც ქვეყნის სატაძრო მიწების უდიდესი ნაწილი ეკუთვნოდა. ამას გარდა, ისინი სახელმწიფო ფინანსებსაც აკონტროლებდნენ და სავარაუდოდ გადასახადების დიდი ნაწილი ხაზინის ნაცვლად მათთან მიედინებოდა.
ბუნდოვანია რამსეს V-ის სიკვდილის გარემოება, რადგან ზოგიერთი ვარაუდით, ის მოაკვლევინა ბიძამ, რამსეს VI-მ, და ტახტის უზურპირება მოახდინა. ამის ეჭვს ბადებს ისიც, რომ რამსესმა მიითვისა სამარხი (KV 9), რომელიც რამსეს V-თვის მზადდებოდა, და ის სხვა სამარხში (KV 35) დაკრძალა. მეორე მხრივ, რამსეს V-ის მუმიაზე აღმოაჩინეს ყვავილით დაავადების ნიშნები, ასე რომ ის შესაძლოა, დაავადების მსხვერპლი გახდა.