პრანწიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:45, 10 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრანწიები (ლათ. Vanellinae) − ფრინველთა ქვეოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა.

პრანწიები საშუალო ზომის ფრინველებია. ფრთა ყოველთვის 150 მმ-ზე გრძელია. ნისკარტი შედარებით მოკლე აქვთ. ნესტოები ნისკარტზედას ღარებშია განლაგებული. ეს ღარები ნისკარტის სიგრძის ორ მესამედამდე აღწევენა ფრთა შედარებით ბლაგვია. ფრთის წვეროს წარმოქმნიან მეტწილად მე-2, მე-3 და მე-4 მომქნევები. უკანა თითი მოკლე და პატარაა, ზოგჯერ კი სრულიად არაა. შუა და გარეთა თითებს შორის საკმაოდ კარგად განვითარებული აპკია.

პრანწიები მეტწილად ტროპიკული ქვეყნების ფრინველებია. ქვეოჯახში 20 გვარია გაერთიანებული. მათ შორის პალეარქტიკაში მოიპოვება 4. საქართველოში გვხვდება 2 გვარის წარმომადგენლები.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები