კოკელაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ კოკელაძე

გრიგოლ კოკელაძე – (2 მაისი 1904, სოფ. პატრიკეთი,წყალტუბოს რ-ნი – 24 იანვარი 1988, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1982).

1931 დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1937 თბილისის კონსერვატორია (პროფ. ვ. შჩერბაჩოვისა და ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასები). მუსიკალურ პედაგოგად მოღვაწეობა დაიწყო 1928. 1937-41 იყო ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის დირექტორი. 1941-48 საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, 1954-55 საქართველოს ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხეელმძღვანელი, 1950-52 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. დაწერილი აქვს კანტატები, სიმღერები, საგუნდო, საფორტეპიანო და სხვა მუსიკალური ნაწარმოებები. შეკრიბა, ჩაწერა და ნოტებზე გადაიტანა 2000-მდე ქართული ხალხური სიმღერა. გამოცემულია გრიგოლ კოკელაძის მიერ ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერების კრებული (1979). ავტორია გამოკვლევისა „ქართული ცეკვების ხალხურობა და მათი მუსიკალური თანხლება“ (1977). დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის სახელობის მედლით (1984).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები