მონოთემატიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:58, 2 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მონოთემატიზმი – მუსიკალური ნაწარმოების აგების პრინციპი,რომლითაც ხასიათდება სონატურ- სიმფონიური ციკლის ან მისგან წარმოშობილი ერთნაწილიანი ფორმების გაერთიანებით ერთი თემით – ლაიტმოტივით (მაგ. ფ. ლისტის სიმფონიურ პოემებში ერთი და იგივე თემა ნაწარმოების პროგრამის შესაბამისად სხვადასხვა მუსიკალური და მხატვრულ-ემოციურ იერს იძენს). დიდი გავრცელება მოიპოვა XIX ს. რომანტიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებაში.