სიბელიუსი იან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:28, 13 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იან სიბელიუსი

იან (იუჰან) სიბელიუსი – (8. XII. 1865, ჰიამენლინა – 20. IX. 1957, იარვენპია, ჰელსინკის მახლობლად], ფინელი კომპოზიტორი, სწავლობდა ჰელსინკიში (მ. ვეგელიუსთან), ბერლინსა და ვენაში. ს სიბელიუსის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დიდ საორკესტრო თხზულებებს (7 სიმფონია და 14 სიმფონიური პოემა, 1892-1929). სიბელიუსი ეროვნული მუსიკალური სკოლის ფუძემდებელია. მის მუსიკაში ნათლად იკვეთება ფინური ხალხური მუსიკის კილო-ჰარმონიული და რიტმული თავისებურებანი. ნაწარმოებები: „კულერვო- სიმფონია“ (ეროვნული ეპოსის „კალევალას“ მიხედვით), სიმფონიური პოემები, მათ შორის ციკლი „ლიამინკიაინენი“ (4 პოემა, მათ შორის საუკეთესოა „ტუონელის გედი“), „ჩრდილოეთის ასული“, „ტაპიოლა“, პატრიოტული იდეებით გაჟღენთილი I და II სიმფონიები, სიმფონიური პოემა „ფინეთი“, საგუნდო ნაწარმოებები, მათ შორის კანტატა „მშობლიური მხარე“. სიბელიუსის ნაწარმოებები ზოგჯერ იმპრესიონისტული შეფერილობით ხასიათდება: სიმფონიური პოემები „საგა“, „გაზაფხული“, „ღამის ჯირითი და მზის ამოსვლა“, „დრიადები“, „ოკეანიდები“, IV სიმფონია და სხვ. პოპულარულია კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის და განთქმული „სევდიანი ვალსი“, ლირიკული რომანსები „შავი ვარდები“, „ლერწამი“ და სხვ., დრამატული თეატრის მუსიკა,. 1950_იდან ჰელსინკიში ყოველწლიურად (ივნისში) იმართება ფესტივალი „სიბელიუსის კვირეული“. ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“ (1975) მონაწილეობს და სიბელიუსის სავიოლინო კონცერტს ასრულებს ლიანა ისაკაძე.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები