ბოსტნის გრატა
ბოსტნის გრატა (ლათ. Emberiza cirlus Linnaeus, 1766) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − გრატასებრნი (Emberizidae)
- გვარი − გრატა (Emberiza)
ა ღ წ ე რ ა. ბეღურაზე ოდნავ პატარა ფრინველია, ფრთა 70–85 მმ-ია, კუდი – 65–70 მმ, ნისკარტი – 10–12 მმ, წონა 20–25 გ. მამალი ცოტა- თი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში კარგადაა გა- მოხატული. ზრდასრულ მამალს თავი და კისე- რი ზემოდან მომწვანო-რუხი აქვს, თხემზე შავი ღერძულა წინწკლებით. ზურგი მოწითალო-ჟან- გისფერია, შავი ან ჟანგმიწისფერ-წენგოსფერი გასწვრივი ლაქებით. კუდზედა ბუმბულები წენ- გოსფერ-რუხია, მაგრამ ცენტრში მოწაბლის- ფრო ლაქები აქვთ. ფრთის საშუალო და დიდი მფარავები მუქი რქისფერია; პირველი რი- გის მომქნევებს ლიმონისფერ-ყვითელი არში- ები აქვთ; მეორე რიგის შიგნითა მომქნევებს და ფრთის დიდ მფარავებს – ფართო ჟანგისფერი არშიები საჭის ბუმბულები რქისფერია, მომწვა- ნო-რუხი არშიებით. საჭის კიდურა ორ წყვილს დიდი თეთრი სოლისებური ფორმის ლაქები აქვთ. თვალებს ზემოთ ზოლები, ლოყები, კისრის გარდიგარდმო ზოლი, მკერდის უკანა ნაწილი, მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები მკრთალი ლიმონისფერ-ყვითელია. ნისკარტიდან თვა- ლებისა და ყურების გასწვრივ შავი ზოლები გადის. მკერდის წინა ნაწილი მომწვანო-რუხია; სხეულის გვერდებზე მურა წინწკლებია. ზრდა რული დე- დალი ზურგის მხარეს წენგოსფერ-ჟანგმიწისფერია, მკაფიო შავი და არამკა- ფიო ჟანგისფერი გასწვრივი ლაქებით. სხეულის ქვემო მხარე მკრთალი ლი- მონისფერ-ყვითელია, ვიწრო მოშავო-მურა ღერძულა ზოლებით, განსაკუთ- რებით მკერდზე. ნისკარტზედა მუქი რქისფერია, ნისკარტქვედა – მოცისფრო, ფეხები – მურა-ხორცისფერი. სურ. 318. ბოსტნის გრატა. – აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი ბოსტნის გრ ა ტ ა – E. c. cirlus Linn., 1766. ატა - გავრცელე გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა. სახეობის არეალი მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ აფ- რიკას, წინა აზიასა და ევროპის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს. ჩრდილო- ეთით ვრცელდება ინგლისის სამხრეთ ნაწილამდე, დასავლეთით – მთელ ევ- როპაში, სამხრეთით ხმელთაშუა ზღვის კუნძულების ჩათვლით; აღმოსავ- ლეთით – შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროებამდე. საქართველოში ცნობი- ლია, როგორც იშვიათი შემომფრენი ფრინველი, მეტწილად სამხრეთ-დასავ- ლეთ რაიონებში. ბი ბ ბ ი ო ტ ო პ ი ბინადრობს მთა-გორაკებიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყისპირებში, აგრეთვე კულტურულ ლანდშაფტში – ბაღებში და პარკებში. გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. ბუდეს აკეთებს მხოლოდ დედალი, ბუჩქებზე მიწას- თან ახლოს. წელიწადში მრავლდება ორჯერ, ზოგან – სამჯერაც. პირველი ბუდობა მიმდინარეობს აპრილის ბოლოდან, ხოლო მეორე – ივლისის ბო- ლოს და აგვისტოს დასაწყისში. ნაპოვნია ბუდობა სექტემბერშიც, რომელსაც მესამე ბუდობად მიიჩნევენ. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, მამალი კი ამ დროს კვებავს დედალს. საინკუბაციო პერიოდი 11–12 დღეს გრძელდება. 330 კ ვ ე ბ ა ბაღის გრატა იკვებება მეტწილად მცენარეთა წვრილი თესლე- ბით, აგრეთვე კენკრით, ხოლო ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამო- კვების პერიოდში, მრავლად კენკავს ნაირგვარ მწერებსაც. მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. კვების ხასიათის მიხედვით საერთოდ სასარგებლო ფრინველია. საქართველოში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.