ანაქსიმენე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:36, 16 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანაქსიმენე – (ძვ. ბერძნ. Ἀναξιμένης, მილეტელი, დაახლოვებით 588- 524 წწ.), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი.
ანაქსიმენე ემპირიაში ეძებს მსოფლიოს საწყისს. მაგრამ ანაქსიმანდრეს აზრებმა თავისი გავლენა მოახდინეს: რახან საწყისი უსაზღვრო (άπειρος) ყოფილა, მაშ ასეთი ფიზიკაში გადატანით შეიძლება იყოს არა წყალი, როგორც თალესი ამბობდა, არამედ ჰაერი, რომელიც გაფართოების გზით იძლევა ცეცხლს, ხოლო შეკუმშვის გზით იძლევა წყალს, მიწას, ქეებს.