ტექსელის ხეივანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტექსელის ხეივანი – ქუჩა თბილისში. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი (დიღომი); ხეივანი ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელისა და ევგენი მიქელაძის ქუჩებს შორის. მოსე გოგობერიძის ქუჩის გასწვრივ.
ხეივანს კუნძულ ტექსელის სახელი ეწოდა 1999 წლიდან.
ტექსელი. კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში. ეკუთვნის ნიდერლანდს. II მსოფლიო ომის დროს 1945 წ. (6 აპრილი – 21 მაისი) ტექსელზე მოხდა ქართველ ტყვეთა ბატალიონის აჯანყება გერმანელ დამპყრობთა წინააღმდეგ. უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა 522 ქართველი მებრძოლი. ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით შესაძლებელი გახდა 228 კაცის გადარჩენა.