სოფელ ყორნისის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:48, 16 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის გეგმა

სოფელ ყორნისის კოშკი - სამსართულიანი კოშკი ნაგებია ფლეთილი, რიყის და ალაგ-ალაგ თლილი ქვით. კედლები საკმაოდ განიერია. კოშკი გეგმით ოთხკუთხედს წარმოადგენს. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის დასავლეთ კედელში არქიტრავული შესასვლელია. კარის წირთხლებზე შემორჩენილია საურდულეები. აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში თითო სათოფურია. სათოფურებია დატანილი ასევე მესამე სართულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედელშიც. კოშკის მესამე სართული დაზიანებულია. სამხრეთ კედელზე შემოცლილია საძირკვლის საპირე ქვები. მონგრეულია სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლის კუთხე.





წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები