აუნაგვა აიგვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:41, 14 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუნაგვა აჲგვა (აბაზ. АунагIва айгва) – ოჯახის მფარველი სული აბაზური რწმენაწარმოდგენების მიხედვით. მასზე იყო დამოკიდებული ადამიანთა და საქონლის ჯანმრთელობა და გამრავლება, ოჯახის კეთილდღეობა. დიასახლისები ზაფხულის მზებუდობის დღეებში კარ-მიდამოს რომელიმე მოფარებულ ნაწილში აუნაგვა აიგვას სახელობაზე დადგამდნენ ტაბლას, რომელზედაც ჯამით რძე, პურის ან ღვეზელის ნაჭერი და თასით წყალი ელაგა. თუ ოჯახის მფარველისთვის განკუთვნილ საკვებს ძაღლები არ შეჭამდნენ, ან კიდევ ფრინველები არ გაკენკავდნენ, დიასახლისები მას მიწაში ჩაფლავდნენ.


ლიტeratura

Кунижева Л. З. Символика солнца и луны в земледельческой календарной обрядности абазин // Археология и этнология Северного Кавказа. Вып. I. Нальчик, 2012.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები