კურდღლისფრჩხილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:22, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურდღლისფრჩხილა


კურდღლისფრჩხილა - (Lotus corniculatus L.); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). 40 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს მრავალი ღერო, გართხმული ან წამოწეული. ქვედა ფოთოლაკები კვერცხისებურია, ზედა ფოთლები – ლანცეტა. ყვავილედი 5-6-ყვავილიანია. გვირგვინი ყვითელია. გვირგვინის აფრა ზოგჯერ ნარინჯისფერია. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. ტენიანმდელოებსა და ნაკადულების ნაპირებზე, ბალახოვან ფერდობებზე, მინდვრებსა და ნათესებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები