ბირთვული აფეთქება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:26, 17 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბირთვული აფეთქება - ბირთვულ მუხტში რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკებით გამოყოფილი კინეტიკური ენერგიის პროცესი. ხასიათდება ენერგიის მაღალი კონცენტრაციით, მისი გამოყოფის მცირე დროით, გარემოზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედებით; ბირთვული რეაქციის ზონაში ტემპერატურა აღწევს რამდენიმე მილიონ გრადუსს, წნევა - რამდენიმე ათას გიგაპასკალს. რეაქციის ზონიდან ენერგია გაედინება შემღწევი რადიაციით, რენტგენური გამოსხივებით, აირული ნაკადით და რადიოაქტიური პროდუქტებით. არსებობს ბირთვული აფეთქების შემდეგი სახეები: ს ა ჰ ა ე რ ო - სიმაღლეზე, როდესაც მანათობელი სივრცე არ ეხება მიწის (წყლის) ზედაპირს, მაგრამ არა უმეტეს 10 კმ-ისა; მ ა ღ ლ ი ვ ი - დედამიწის ტროპოსფეროს საზღვრის ზევით 10 კმ-ზე მეტი; ს ა ხ მ ე ლ ე თ ო - დედამიწის ზედაპირზე, ან ისეთ სიმაღლეზე, როდესაც მანათობელი სფერო ეხება დედამიწის ზედაპირს; მ ი წ ი ს ქ ვ ე შ ა -დედამიწის სიღრმეში გრუნტის ამოხეთქვით ან მის გარეშე; წ ყ ა ლ ქ ვ ე შ ა - წყლის დონეზე დაბლა. ბირთვული აფეთქების სახეობის შესაბამისად იცვლება დამაზიანებელი ფაქტორების მოქმედება. მაგალითად, დამრტყმელი ტალღის ჭარბი წნევა სახმელეთო აფეთქების დროს უფრო მეტია, ხოლო მოქმედების რადიუსი ნაკლები საჰაერო აფეთქებასთან შედარებით; მაღლივი აფეთქება ქმნის ძლიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და მისი გავრცელება ხდება დიდ მანძილზე.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები