ეთიოპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეთიოპია - (Ethiopia - ეთიოპიის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკა), სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, წითელი ზღვის სანაპიროზე.

ფართობი - 1096 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 85 მლნ. კაცი (2012), შედგება 100 ეთნოსზე მეტი ხალხისაგან.

ოფიციალური ენა - ამჰარული.

დედაქალაქი - ქ. ადის-აბება.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 შტატად.

სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ხელისუფლებას ფლობს პარლამენტი

აღმასრულებელს ხელისუფლება – მთავრობა.

ეთიოპია სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. ექპორტს წარმოადგენს ყავა.

იყენებს მეზობელი ქვეყნის პორტს - ჯიბუტს.

საერთაშორისო აეროპორტი - ადის-აბება.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 138 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 135 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 3 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები