ორფოთოლა (Platanthera bifolia (L.) Rich.)
ორფოთოლა – (Platanthera bifolia (L.) Rich.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). 30-35 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთოლი ორია, ფართო-ოვალური, ბლაგვწვერიანი. ყვავილედი მეჩხერია, ცილინდრული ფორმის. ყვავილები თეთრია, წვერი ოდნავ მომწვანო, ძლიერ სურნელოვანი, განსაკუთრებით – ღამით. ყვავილსაფრის ფოთლები ხუთძარღვიანია, შიგნითა – სამძარღვიანი. თანაყვავილები ლანცეტაა, ბლაგვი. ტუჩი ხაზურია ან ენისებური. ყვ. ნაყ. V-VII. მცენარე იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. ტყეებში, ბუჩქნარებში, ტყის პირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე, თუშეთის დაცულ ტერიტირიაზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.