ყანის სოსანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყანის სოსანი – (Consolida orientalis [J. Gay] Schrodinger); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი. ზედა ნაწილი ჯირკვლოვანი შებუსვითაა, ქვედა ნაწილი შიშველია. ფოთლები გრძელია და ვიწროხაზურად დანაკვთული. ყვავილედი გრძელია, მრავალყვავილიანი. შეფერილობით ღია იისფერი ან მოწითალო•იისფერია. დეზი ყვავილსაფრის ფოთლებზე მოკლეა. ყვ. ნაყ. V–VIII. მცენარე გავრცელებულია ველებისა და ნახევარუდაბნოების ზონაში, ღია ფერდობებზე, ნათესებში. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ მაღაროსა და დედოფლისწყაროს შორის. მცენარე ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.