ბასილი დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმ. ბასილი დიდი - კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი იყო. იგი დაიბადა 330 წ. კაბადოკიის ქალაქ კესარიაში. IV საუკუნეში კაბადოკია სავსე იყო ქართველებით, კერძოდ მესხებით და წმ. ბასილი დიდიც ქართველი ყოფილა. მის მამასაც ბასილი ერქვა, დედას კი ემილია მათ ათი შვილი ჰყავდათ: 5 ვაჟი და ხუთი ასული. მათგან ხუთი წმინდანადაა შერაცხილი: 1. ბასილი დიდი; 2. წმ. მაკრინე; 3. წმ. გრიგოლი - ნოსელი ეპისკოპოსი; 4. წმ. პეტრე - სებასტიელი ეპისკოპოსი; 5. მართალი თეოზა - დიაკონისა.

წმ. ბასილს ორი ძმა ბავშვობაშივე გარდაიცვალა.

წმ. ბასილი დიდი სულ არიოზელებთან ბრძოლაში იყო და ადრე დაიშრიტა მისი სასიცოცხლო ძალები. გარდაიცვალა 379 წლის პირველ იანვარს (14 იანვარს) 49 წლის ასაკში.

საქართველოში ძალიან უყვართ და და დიდ პატივს მიაგებენ წმ. ბასილი დიდს: საახალწლოდ აცხობენ ტკბილ პურებს ადამიანის გამოსახულებით და მათ სიყვარულით „ბასილებს“ უწოდებენ; აკეთებენ ჩიჩილაკს და მას „ბასილის წვერებს“ ეძახიან.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები