ობტიურაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:58, 18 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ობტიურაცია - (ლათინური obturo - დაკეტვა), სროლის დროს ცეცხლსასროლი იარაღის ლულის არხის ჰერმეტიზაცია დენთის აირების განსაზღვრული წნევის შესაქმნელად. მისი მიღწევა ხდება ლულის სახაზინო ნაწილის (უძრავი ობტიურაცია) ჰერმეტიზაციით მასრის შემჭიდროების ხარჯზე ან ხაზინით (უმასრო დატენის დროს) და ლულის არხის მიმმართველი ნაწილით (მოძრავი ობტიურაცია) – ჭურვის მიმმართველი მოწყობილობებით.