ყარაულის შეცვლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:06, 5 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყარაულის შეცვლა – ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ძველი და ახალი ყარაულების მიერ დასაცავი ობიექტების (პოსტების), საყარაულო შენობის, მასში არსებული მოწყობილობის და სხვა ქონების ორგანიზებული გადაცემა. ხორციელდება ყოველ დღე-ღამეს ყარაულების დაგზავნის შემდეგ და რეგულირდება წესდებით.