ქარის თოფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:24, 15 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქარის თოფი - საცეცხლე (სასტარტო) პოზიციაზე ქარის სიჩქარის და მიმართულების დასადგენი მოწყობილობების კომპლექტი; სროლების მოსამზადებელი მეტეოროლოგიური საშუალება.

კომპლექტში შედის: დგარზე დამაგრებული სპეციალური თოფი მაზონდირებელი ვაზნებით (ვერტიკალურად ზევით გასროლილ ვაზნას აქვს წითელი ბაბთა ან მანათობელი პიროტექნიკური შედგენლობა დღისით და ღამით დაკვირვებისთვის), ლიმბი სამიზნებლით ქარის მიმართულების დასადგენად, საზომი ბაბთა და წამმზომი ტყვიების ვარდნის წერტილის და დროის დასადგენად.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები