სინდრომი დაუნის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბავშვი,დაუნის სინდრომსათვის დამახასიათებელი ნიშნებით

სინდრომი, დაუნის - (Dawn syndrome), გონებრივი ჩამორჩენილობით და დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნებით გამოხატული აუტოსომური ქრომოსომის ანომალია უმეტეს შემთხვევაში ანომალია წარმოადგენს G ჯგუფის ქრომოსომების ტრისომიას; სხვა შემთხვევებში G აღინიშნება D/G ტრანსლოკაცია, G/G ტრანსლოკაცია ან მოზაიციზმი.

დაუნის სინდრომის სიხშირე წარმოადგენს 550 ცოცხლად დაბადებულ ბავშვზე დაახლოებით 1 შემთხვევას, უფრო ხშირია ხანდაზმულ მშობიარეებში. გონებრივი ჩამორჩენილობის დონე შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) სტანდარტულ ტესტებში 70-ს იშვიათად აღემატება.

ფიზიკური ნიშნებია:

  • დამახასიათებელი სახის ნაკვთები;
  • ხელისგულზე მხოლოდ ერთი ნაკეცის არსებობა;
  • გადიდებული და დაკვალული ენა;
  • ჰიპოტონია;
  • სიმაღლეში ჩამორჩენა;
  • თანდაყოლილი გულის მანკი და კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

დაავადება პირველად აღწერა Dawn-მა (1828-1896).



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები