მაღალაანთ ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაღალაანთ ეკლესიაქართლში, კავთურას ხეობაში დგას ეკლესია, რომლის ქვეშ, თქმულების მიხედვით, განძი ყოფილა დამარხული. გლეხებმა ბევრჯერ სცადეს სამალავში ჩასვლა, მაგრამ ამაოდ. ჩასასვლელი იმდენად ღრმა ყოფილა, რომ უჰაერობის გამო სანთლები ქრებოდა და შეშინებულნი მაშინვე უკან ბრუნდებოდნენ. ბოლოს, ერთმა კაცმა წინ იოანე ნათლისმცემლის ხატი წაიმძღვარა, ჩააღწია სამალავამდე და ოქრო-ვერცხლით სავსე ქოთანი ამოიტანა. ამ ოქრო-ვერცხლით კაცმა ათი უღელი ხარ-კამეჩი და გუთნები იყიდა, და კიდევ ბევრი ოქრო მორჩა. გახდა კაცი გუთნისდედა და უხნავდა სოფლებს ყანებს, და ძალზე გამდიდრდა კაცი. მაგრამ, როცა სიმდიდრით და დოვლათით აივსო, სწორედ მაშინ შეიპყრო შიშმა. არც ღამით ეძინა და არც დღისით ჰქონდა მოსვენება. ღამ-ღამობით მოჩვენებები აწუხებდა, დღისით კი ხელი ეცარებოდა. ბოლოს, ესიზმრა ერთი გათეთრებული მოხუცი და ურჩია უკან დაებრუნებინა განძი. ადგა ეს კაცი, გაყიდა ხარ-კამეჩი, გადანახული ოქრო-ვერცხლიც დაუმატა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე ეკლესია ააშენა.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები