მადათაფა (ტბა)
მადათაფა - ტბა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს ჩილდირის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მთა მადათაფას სამხრეთ-დასავლეთით. მთა დომინირებს ტბის ირგვლივ ლანდშაფთში, მაგრამ რადგან იგი მკვდარი ვულკანური ქანებისგან შედგება, არ მონაწილეობს ტბის წყლით მომარაგებაში. წყლის მთლიანი მოცულობა ტბაში 9,5 მილიონი მ3.
მადატაფას ტბაში 2 მდინარე და 5 მცირე მდინარე ჩაედინება, რომელთა ნაკადის საშუალო სიჩქარ 1 280 ლ/წ-ია.
მდინარე კოჩი სათავეს მადატაფას ტბის ჩრდილო-დასავლეთიდან იღებს და მდინარე ბუღდაშენს უერთდება სოფ. გორელოვკასთან.
მადატაფას ტბის ჯამური სტატისტიკური მახასიათებლები:
ფართობი - 8.78კმ2 სიგრძე - 5კმ2 სიგანე - 1.6კმ2 სიღრმე - 1.5მ სიმაღლე ზღვის დონიდან - 2,108მ ტემპერატურა - 8°C მდინარის აუზის ფართობი - 151კმ2
წყარო
მაჭარაშვილი ირაკლი. ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები : ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია / ი. მაჭარაშვილი, გ. არაბული, გ. დარჩიაშვილი, გ. გორგაძე - თბ., 2004 : შპს "სი-ჯი-ეს"-კალამუს გრაფიკი - 63გვ.: ფოტ.; 22სმ. - ტექსტი ქართ. და ინგლ.