აწან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აწან - აფხ. ზღაპრული ჯუჯა ხალხი, ქონდრისკაცები, ჯუჯები. ბუნებრივია, უმწერლობო ხალხებში ფოლკლორული გადმოცემებითა და ეპოსით დატვირთული იყო ხალხური შემოქმედება. აფხაზებში არსებობდა ლეგენდა ხალხზე, რომლებიც თითქოს ძალიან ძველ წარსულში აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ აწანები ეწოდებოდათ და მესაქონლეები იყვნენ, რომელთა თავისებური საცხოვრებელი ქვის ღობეებით აწანგვარათი იყო გარშემორტყმული. გადმოცემით, ისინი ღონიერნი და მოხერხებულნი ყოფილან, ცხოვრობდნენ ურჯულოდ. არ სცნობდნენ ღმერთს, რის გამოც ღმერთმა მათ ბამბის წვიმა მოუვლინა, რომელსაც ელვით ცეცხლი გაუჩინა და ამობუგა ურჯულო წანები.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები