დრტვინვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დრტვინვა - უკმაყოფილება, შფოთი. უარყოფითი ემოციების გამოვლინება, რეალობის მიუღებლობა, რომელიც გამოიხატება ჩივილით, რისხვით, საკუთარი თავისადმი სიბრალულით, ჭმუნვით, ნეგატიური განწყობით, აგრესიულობით... გულისთქმა ნაღველს ბადებს. უდაბნოში მოხეტიალე ისრაელის უდიდესი ცოდვა მანანის გამო დრტვინვა იყო - საზრდოს გამო, რომლის წყალობით სიცოცხლე შეინარჩუნეს (რიცხ. 11,1; 14,27; 1კორ. 10,10). ამისთვის უფალმა გველების სახით განსაცდელი მოუვლინა (გველი გულისთქმის, სურვილის სიმბოლოა).