კარავაჯიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლატური. ჩვილი

კარავაჯიზმი – XVII საუკუნის იტალიური ხელოვნება, რომელიც დაფუძნებულია კარავაჯოს შემოქმედებაზე (იტალიელი ფერმწერი, 1573–1610).

კარავაჯისტული ნაწარმოებთათვის დამახასიათებელია კომპოზიციის ლაკონურობა, მკაფიობა და სისადავე, ფიგურების ძლიერი, ენერგიული ძერწვა, სინათლისა და ჩრდილის მკვეთრი კონტრასტები. კარავაჯიზმის ლოზუნგია – ბუნების გულმოდგინედ შესწავლა. „კარავაჯისტები“ წერდნენ ყოფითს, რელიგიურ სცენებსა და ნატურმორტებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავისი დროის რევოლუციური გამბედაობით, მიმართავდნენ რა შეულამაზებელ რეალიზმს, რომელსაც „ნატურალისტური გულახდილობის“ ელფერიც კი დაჰკრავდა. კარავაჯიზმის გავლენა იტალიის მიჯნებს იქითაც გავრცელდა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები