კუპრავა რამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კუპრავა რამაზ − (1939 − 2010), ქართველი პოეტი. დაიბადა ზუგდიდში. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიავლინეს სოხუმში, ქართულენოვან გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის ტელე-რადიოკომპანიის ქართული პროგრამების რედაქტორად მუშაობდა. რამაზ კუპრავას გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „ლურჯი ბორანი”, „მონოლოგი”, „მიხაკები მთვარეზე”, ასევე მეგრული ლექსების წიგნი – „ლაზონა დო მარგალონა”.