მუხთაროვა ფატმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფატმა მუხთაროვა – (26. III. 1893, ურმია, ახლანდელი რეზაიე, ირანი. – 19. X. 1972, ბაქო) აზერბაიჯანელი მომღერალი (მეცო-სოპრანო). აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (1940), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1936). 1914 დაამთავრა სარატოვის კონსერვატორია და შემდგომ მღეროდა მოსკოვის, ყაზანის, ლენინგრადის, კიევის, ხარკოვის, ოდესის, თბილისის საოპერო თეატრებში. 1938-53 ბაქოს საოპერო თეატრის სოლისტი; გამოირჩეოდა ლამაზი ტემბრის ძლიერი ხმით, აქტიორული ნიჭით, არტისტული ტემპერამენტით. თბილისელი მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი იყო. მისი პარტნიორები იყვნენ ვ. სარაჯიშვილი და ქართველ მომღერალთა შემდგომი პლეადა. მუხთაროვას საუკეთესო პარტიებია: კარმენი, ამნერისი, დალილა და სხვ.