ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება – დაარსდა პოლონეთის, უნგრეთის და ჩეხეთ-სლოვაკეთის პრეზიდენტების ერთობლივი დეკლარაციის (მიღებულია 15.1.1991 ქ. ვიშეგრადში, უნგრეთი) საფუძველზე 1992 წლის 21 დეკემბერს ქ. კრაკოვში. ჩეხეთ-სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შედეგად (1.1.1993) ორგანიზაციაში 4 წევრი სახელმწიფოა. 1993 წლის 1 მარტს შეთანხმება ძალაში შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ რატიფიცირებული არ იყო წევრ-სახელმწიფოების მიერ.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიზანია, ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს ლიკვიდაციასთან და სოციალისტურ ბლოკში არსებული ტრადიციული ეკონომიკური კავშირების მოშლასთან დაკავშირებით, წევრ-სახელმწიფოებს შორის არსებული საბაჟო გადასახადების თანდათანობით შემცირებით, 2001 წლის 1 იანვრამდე (პერსპექტივაში ევროპის თანამეგობრობაში გაწევრიანების თარიღი) საერთო პოლიტიკის წარმართვა ევროპის თანამეგობრობასთან (EEC) დაახლოების მიზნით. გარკვეული სახეობის პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის შემცირება უნდა განხორციელდეს ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც უნდა შეესაბამებოდნენ ევროპის თანამეგობრობასთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA,) დადებულ ხელშეკრულებებს. ინდუსტრიულ პროდუქციაზე გათვალისწინებულია საბაჟო გადასახადების ლიბერალიზაცია 3 ეტაპად „A“ კატეგორიის პროდუქციაზე (ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, „არაპრობლემური“ მზა ნაწარმი სჯა სხვა) გათვალისწინებულია საბაჟო გადასახადების გაუქმება. „B“ კატეგორიის პროდუქციაზე (ინდუსტრიული ნაწარმის მრავალი სახეობა) გათვალისწინებულია საბაჟო გადასახადის მთლიანად გაუქმება. „C“ კატეგორიაში მოყვანილ „პრობლემურ“ პროდუქციაზე (საფეიქრო და მეტალურგიული მრეწველობის ნაწარმი და სხვ) გათვალისწინებულია საბაჟო გადასახადების თანდათანობით გაუქმება. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე გათვალისწინებულია საბაჟო გადასახადის გაუქმება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები