აბაკი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაკი — (ბერძ. ábax ქვის ფილა; სახაზავი დაფა; ქვიშით დაფარული მაგიდა გამოთვლებისთვის < ებრ. 'āḇāq მტვერი), კლასიკური არქიტექტურული ორდერის სვეტის კაპიტელის ზედა ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, კვადრატული ან მართკუთხედის ფორმის ფილაა, ბრტყელი (დორიული ორდერი), ჩაზნექილი (კორინთული ორდერი) ან დაპროფილებული ნაპირებით.