აბანოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:17, 22 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბანოზი — (ლათ. Diospyros ebenum ან Ceylon ebony) – ძვირფასმერქნიანი ხე, იგივე ეკალმუხა, იგივე შავი ხე. ხარობს ინდოეთში, შრი-ლანკასა და აფრიკის კონტინენტზე. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ხეა. აბანოზის მერქნისაგან ამზადებენ ძვირფას ავეჯს, იატაკის ფიცრებსა და პარკეტს, სამკაულებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ქანდაკებებსა და სხვ.