აბდესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:53, 1 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბდესი − სიტყვა სპარსული წარმოშობისაა და ქართული ენის აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა გავრცელებული. აჭარელ მუსლიმანებში „აბდესის აღება” ლოცვის წინ შესასრულებელ სავალდებულო რიტუალს, ხელ-ფეხისა და თავ-პირის დაბანას აღნიშნავდა. თურქეთში - ქართველ მუჰაჯირებშიც იგი დასაბანი ადგილი იყო და ლოცვის წინ სარიტუალო განბანვას ნიშნავდა: „კაცო, აქ რატომ იღებ აბდესს, აბდესხანაზე ეჲღე”.
ლიტერატურა
ნოღაიდელი, 2015:9; ნიჟარაძე, 1971:79; ფუტკარაძე, 1993:373.