აბლაცია (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:34, 22 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბლაცია - (ლათინური ablation - მოცილება), სხვადასხვა სახის დასხივების და ცხელი გაზის ნაკადის ზემოქმედების შედეგად მკვრივი სხეულის ზედაპირიდან ნივთიერების მოცილება.

აბლაციის დროს წარმოიქმნება იზოლირების ეფექტის მქონე გაზის ფარდა, რომელიც სხეულის ზედაპირს გახურებულ გაზთან უშუალო შეხებისგან იცავს. მოვლენა აბლაცია გამოიყენება კოსმოსური აპარატების, რაკეტების, სათაო ნაწილის და ძრავის ელემენტების თბური დაცვისთვის.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები