აბოურა აბორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:22, 25 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბოურა აბორა, აჟვ-ბოურა (აჟο-ბოურა) − ბოსელი, საძროხე, საქონლის გომური. ნაგებობები ჰქონდათ წნული, ფიცრული და ძელურიც. თავდაპირველად, ადამიანი და საქონელი ერთ საერთო ნაგებობაში ცხოვრობდა. შემდეგ ეტაპზე ბოსელი ძგიდით (აბჟაანდა) გამოიყო საცხოვრებელში, მოგვიანებით კი, იგი საცხოვრებლის გვერდით დამოუკიდებლად იქნა განთავსებული.