აბსოლუტური სიმაღლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:57, 22 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბსოლუტური სიმაღლე

აბსოლუტური სიმაღლე – დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილის სიმაღლე, რომელიც აითვლება ოკეანის ან მასთან შეერთებული ზღვის ძირითადი დონებრივი ზედაპირიდან შვეული ხაზის მიმართულებით (ნულოვან დონედ პირობითად მიღებულია თეთრი ზღვის ზედაპირი). ოკეანეებისა და ზღვების დონეთა ცვალებადობის გამო სიმაღლე აითვლება ოკეანის ან ზღვის დონებრივი ზედაპირის ფიქსირებული სიმაღლის ნიშნიდან.

მსოფლიოს ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 8848 მ-ია (მთა ევერესტი); ყველაზე დაბალის კი – 422 მ (მკვდარი ზღვის სანაპირო). საქართველოსა და ამიერკავკასიაში აბსოლუტური სიმაღლის ათვლა ხდება შავი ზღვის დონიდან (ფოთის ფუტშტოკის ნული); რუსეთში – ქ. კრონშტადტის ფუტშტოკის სასიმაღლო ლარტყის ნულიდან. (იხ. სურათი)



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები