აერატორი ბურულის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:30, 27 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აერატორი ბურულის – მოწყობილობა განიავების, ჰაერის ორთქლისა და ტენის გამოსადევნად ბურულქვეშა სივრციდან. გამოიყენება ბრტყელი და ქანობიანი რბილი სახურავებისათვის. ის ეწინააღმდეგება რულონური ბურულის ამობურცვას ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს. ბრტყელ სახურავებში სხვადასხვა დიამეტრის აერატორებს განალაგებენ თანაბრად, ბურულის ყველაზე ამაღლებულ, თბოსაიზოლაციო ფილების პირაპირის უბნებზე, ხოლო ქანობიან სახურავებში – კეხის გასწვრივ კეხის ზედა ხაზიდან 0,5-0,6 მ-ის დაშორებით. ა. რაოდენობა დამოკიდებულია სახურავის ფართობზე და აერატორის ტექნიკურ მახასიათებლებზე. აერატორის ამზადებენ უჟანგავი ფოლადის, პოლიპროპილენის ან კერამიკისგან. მათი მუშაობის დიაპაზონი ტემპერატურის მიხედვით შეადგენს –50-დან +90°C-მდე.