აეროგრაფიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:43, 27 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აეროგრაფიტი – შავი ფერის სინთეზური ქაფი, რომელიც შედგება ნახშირბადის მილოვანი სტრუქტურის ბოჭკოებისგან. ის დღეისათვის ყველაზე მსუბუქი მყარი მასალაა სიმკვრივით 0,18 კგ/მ3. შეიქმნა 2012 წელს ქრისტიან ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა).