ავარიული გადმოყრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:35, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავარიული გადმოყრა
1. შექმნილი ვითარების მიხედვით ავარიული სიტუაციის დროს საფრენი აპარატის განთავისუფლება საბრძოლო ტვირთისგან (ბომბები, რაკეტები, ტორპედოები, ნაღმები). მიზანია საფრენი აპარატის მდგომარეობის (მდგრადობის) და მართვის შენარჩუნება.
2. ხომალდის განთავისუფლება საარტილერიო ჭურვების, ნაღმების, სიღრმისეული ბომბებისა და რაკეტებისგან მათი აფეთქების საშიშროების, ხანძრის ან ავარიული მდგომარეობის დროს.