ავიაციის გადაფრენის ზოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:27, 19 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავიაციის გადაფრენის ზოლი - საჰაერო სივრცე, რომელიც საავიაციო შენაერთებსა და ნაწილებს განესაზღვრებათ მათ მიერ ფრონტის ხაზის გადაფრენისას. დგინდება, ჩვეულებრივ, ბაზირების აეროდრომიდან მიზნამდე (დესანტირების რაიონამდე) უმოკლესი მანძილის მიხედვით, შეძლებისდაგვარად იმ რაიონების გვერდის ავლით, რომლებიც მჭიდროდ არის დაფარული მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით.