ავიაციის წარმომადგენელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:25, 7 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავიაციის წარმომადგენელი - საავიაციო გაერთიანების (შენაერთის) შტაბის ოფიცერი, რომელიც იგზავნება სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ძალების ან საჰაერო-სადესანტო ჯარების გაერთიანებაში (შენაერთში). მას ევალება ჯარებთან (ძალებთან) ავიაციის მუდმივი ურთიერთქმედების შეთანხმება და უზრუნველყოფა.
ავიაციის წარმომადგენელს შეიძლება მისცენ ავიაციის ჰაერში მართვის უფლება.