ავისგორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:04, 5 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავისგორი – გორაკი ფშავში, შუაფხოში, სადაც განლაგებულია იახსრის ხატი. ანდრეზის თანახმად, ავისგორზე იყვნენ დამკვიდრებული დევები, რომელთაც აქ სამჭედლოები ჰქონდათ გამართული. იახსარმა განდევნა ისინი და მათ ნაცვლად დამკვიდრდა, როგორც ადამიანთა მფარველი და დამცველი დევთა ძალადობისგან.