ათეული (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:05, 21 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ათეული (სამხედრო) - მრავალი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში პირველადი (უმდაბლესი) ტაქტიკური ქვედანაყოფი. როგორც წესი, არის ოცეულის (ქვეითი, მოტოქვეითი, სადესანტო, საინჟინრო, კავშირგაბმულობის და სხვა) ძირითადი სტრუქტურული ერთეული. სატანკო და საავიაციო ათეულს შეესაბამება ეკიპაჟი. საზღვაო ხომალდების ეკიპაჟის ათეული აერთიანებს ერთი სპეციალობის პირად შემადგენლობას და შედის კომანდის შემადგენლობაში.