აირწიდაბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:34, 30 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აირწიდაბეტონი – ბეტონი, რომელშიც ძირითადი შემკვრელია ბრძმედის გრანულირებული წიდა, დაფქული ქვიშა ან ნაცარი და დანამატი-აქტივიზატორი (კირი, თაბაშირი ან თხევადი მინა); აირწარმომქმნელია ალუმინის ფხვნილი. აირწიდაბეტონით დამზადებული კონსტრუქციები საჭიროებენ თბოტენდამუშავებასა და სწრაფ განყალიბებას.