აკანთოცეფალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:21, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკანთოცეფალები (Acanthocephala; ბერძნ. akantha ქაცვი, ეკალი + kephale თავი) – თავეკლიანი ჰელმინთების კლასი; მიეკუთვნება Acanthocephales ტიპს.
აკანთოცეფალებს ქაცვებით (ეკლებით) აღჭურვილი მოძრავი ხორთუმი აქვთ, რომლითაც მასპინძლის ქსოვილებზე ფიქსირდებიან. ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – კიბოსებრები, მწერების ლარვები. აკანთოცეფალოზების აღმძვრელები.