აკრძალული ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 10 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკრძალული ზონაადგილმდებარეობის (აკვატორიის ან საჰაერო სივრცის) მონაკვეთი (რაიონი), რომლის ფარგლებში მოსახლეობის, სატრანსპორტო საშუალებების, ჯარების ყოფნა და გადაადგილება აკრძალულია.

აკრძალული ზონა დგინდება და ცხადდება: მშვიდობიანობის დროს – სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ხოლო ომიანობის დროს – სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ. აკრძალული ზონის დადგენისა და აკრძალვების ხასიათის შესახებ ეცნობება შესაბამის ორგანოებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და მოსახლეობას. ადგილმდებარეობაზე ზონის საზღვრები აღინიშნება კარგად შესამჩნევი ნიშნებით და წარწერებით. აკრძალული ზონა შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები