ალექსანდროვი ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალექსანდროვი ალექსანდრე ვასილის ძე - (1. IV. 1883. სოფ. პლახინო, რიაზანის გუბერნია, – 8. VII. 1946, ბერლინი), რუსი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი. სსრკ სახალხო არტისტი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, გენერალ-მაიორი; საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ორგანიზატორი (1928) და ხელი (შემდგომ მისი სახელი ეწოდა). მისი ნაწარმოებებიდან გამოირჩევა საგუნდო სიმღერა „საღვთო ომი“ (1941), რომელიც დიდი სამამულო ომის ემბლემად იქცა, სსრკ ჰიმნი (1943)-2000-იდან რუსეთის ჰიმნი და სხვ.