ალკიდური საღებავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:57, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკიდური საღებავი – ემალური საღებავის სახესხვაობა. მიიღება მცენარეული ზეთების სინთეზით სპირტებთან, ანჰიდრიდებთან და ორგანულ მჟავებთან. გამოირჩევა მაღალი ატმოსფერომედეგობით, ბზინვით; მდგრადია სარეცხი საშუალებების და მინერალური ზეთების მიმართ, ინარჩუნებს თვისებებს –50-დან +60°C ტემპერატურამდე. გამოიყენება ლითონისა და ხის კონსტრუქციების შესაღებად, აგრეთვე, შენობის ინტერიერის გასალამაზებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები