ალჟირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალჟირი - (ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ფრანგული – Republique Algerienne Democratique et Populaire), სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა. ფართობი 2381,7 ათ. კმ2. მოსახლეობა 35,4 მლნ. კაცი (2012). შემადგენლობა – ალჟირელი არაბები და ბერბერები. ოფიციალური ენა – არაბული. დედაქალაქი – ქ. ალჟირი. ადმინისტრაციული დაყოფა – 48 ვილაიეთი. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა. ალჟირმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1962 წლის 5 ივლისს.

ალჟირი აგრარული ქვეყანაა, განვითარებული სამთო მოპოვებითი მრეწველობით (ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფერადი ლითონი და სხვა). სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს მოსახლეობის მოთხოვნილების 1/3-ს. ძირითადი საზღვაო პორტებია: არზვეი, ბეჯაია, სკიკდა, ალჟირი, ანაბა. შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა არის 147 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები – 127 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები – 14 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 6 ათ. სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება ხდება გაწვევით, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების – დაქირავებით. გასამხედროებული ფორმირებებია: ჟანდარმერია, ეროვნული (ნაციონალური) უსაფრთხოების ძალები, რესპუბლიკური გვარდია.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები