ალყის მდგომარეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:47, 12 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალყის მდგომარეობა - საომარი მდგომარეობის განსაკუთრებული ნაირსახეობა, რომელსაც ომიანობის დროს აწესებს სახელმწიფო ხელისუფლება ან უფლებამოსილი ორგანოები, მათ – შორის სამხედრო სარდლობა. საალყო მდგომარეობა ცხადდება დიდი პოლიტიკური, სტრატეგიული ან ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ცენტრების და რაიონების მოწინააღმდეგის მიერ ხელში ჩაგდების საშიშროების შემთხვევაში.