ამარანტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამარანტი – (ბერძ. Amárantos უჭკნობი, მარადიული) ტროპიკული, მკვრივი, არასასიამოვნო სუნის მქონე ხის ჯიში. მერქანი წითელი ან წითელ-მოცისფრო შეფერილობისაა. გამოიყენება ანათალი შპონისა და ავეჯის წარმოებაში. ამარანტის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა.